5 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
1 მიმოხილვები

საბუკმეკერო კანტორა Liderbet-ის მიმოხილვა

ლიდერ ქარდი
Liderbet – საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ახალი ბუკმეკერია. კომპანია ორიენტირებულია შიდა ბაზარზე, თუმცა ოფიციალურ საიტზე რეგისტრაციას სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც არ უზღუდავს. ბუკმეკერი კლიენტებს სთავაზობს არცთუ ცუდ კოეფიციენტებსა და ტოპ სპორტის სახეობებზე დამატებით ფსონების საკმაოდ დიდ არჩევანს. ბეთინგის გარდა, საიტზე გვხვდება კაზინოსა და სლოტების საკმაოდ დიდი განყოფილება. ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ ჩვენს მიმოხილვაში.

დადებითი და უარყოფითი მხარეები Liderbet

  • სხვა ქართულ ბუკმეკერებთან შედარებით, მაღალი კოეფიციენტები.
  • დამატებითი ფოსნების დიდი აპიროვნების ვერიფიკაციის
  • პიროვნების ვერიფიკაციის გამარტივებული პროცესი.
  • საქართველოს ტერიტორიაზე ბუკმეკერი ლეგალურად საქმიანობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
  • ფსონების მიღების პუნქტები პრაქტიკულად საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში აქვს.
  • ვიდეოტრანსლაციის სანახავად არაა აუცილებელი ბალანსზე თანხის ქონა.
  • რუსულენოვანი ვერსია ბოლომდე გადათარგმნილი არაა.
  • სპორტის სახეობებისათვის დამატებითი ფსონების ნაირსახეობა საშუალო დონისაა.
  • გრძელვადიანი ფსონები არ არის ხელმისაწვდომი.
  • მხარდაჭერის სამსახურის მუშაობა შეიძლება უკეთესიც იყოს.
  • სმარტფონებისთვის აპლიკაციის არარსებობა

ძვ.წ. ნიშანი

პრემიები
5 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
საიმედოობა
4 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
შანსები
4 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
მობილური ვერსია
3 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
მხარდაჭერა
3 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
გადახდების მოხერხებულობა
4 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
ცოცხალი ხაზი
5 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
სტრიქონი წინა მატჩში
5 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!
საერთო ქულა:
4.1 /5
გმადლობთ, "" შეფასება გაიგზავნა!

ზოგადი ინფორმაცია ტოტალიზატორის შესახებ

დაარსების წელი 2014
დამფუძნებელი ქვეყანა საქართველო
ანგარიშის ვალუტა ლარი
ლიცენზია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მხარდაჭერის ტელეფონი 0322195500
ცოცხალი ჩეთი არსებობს
Email [email protected]
ენის ვერსიები რუსული, ინგლისური, ქართული
შემოწმების მეთოდები სკანირების პასპორტი
მობილური ვერსია დიახ
IOS აპლიკაცია არა
Android აპი არა
მინიმალური ფსონი 0.1 ლარი
მაქსიმალური კურსი 3000 ლარი
Დამატებითი ფუნქციები ტოტალიზატორიname

კაზინო

პოკერი

ვირტუალური სპორტი

მაუწყებლობა

სტატისტიკა

ლიდერ ქარდი

ბუკმეკერის ისტორია

საბუკმეკერო კანტორა Liderbet თბილისში 2014 წელს გამოჩნდა. მაშინვე იქნა გაშვებული საიტიც ფსონების ონლაინ მისაღებად. საბუკმეკერო კანტორა ლიდერ ბეთი ლეგალურად ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებს რა თავის საქმიანობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის № 19-05/336 საფუძველზე. კომპანიას მართავს შპს ლიდერ ბეთ სლოტი. მთავარი ოფისი მდებარეობს საჩხერეში.

ასევე, აქციების ნაწილი ეკუთვნის ევროპულ გემბლინგის ჰოლდინგს GVC Holdings PLC. ამ უკანასკნელის ეგიდით ოპერირებენ სხვა დიდი ბუკმეკერებიც, მაგალითად - Bwin.

ბუკმეკერი საქართველოში

ბუკმეკერი Liderbet იღებს ფსონებს არამხოლოდ ვების (ანუ საიტის) საშუალებით, არამედ მიმღები პუნქტებითაც. 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საბუკმეკერო კანტორა Liderbet-ს საქართველოში 40 ფსონის მიმღბი პუნქტი აქვს. კომპანიის წარმომადგენლობა არის შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბორჯომი, საჩხერე, გორი, ახალციხე, რუსთავი და ა.შ.

საქართველოს კანონმდებლობა ბუკმეკერების მოღვაწეობას მკაცრად აკონტროლებს. ამიტომ, ფსონების მიმღები პუნქტები მაქსიმუმ 19:00-მდე მუშაობენ. ამის გამო, ღამის მატჩებზე ლაივების განთავსება მიმღებ პუნქტებში არ გამოვა. შესადარებლად, რუსეთში უმეტესი ბუკმეკერის ფსონების მიმღები პუნქტი სადღეღამისოა.

საიტის მიმოხილვა

ბუკმეკერ Liderbet-ის ოფიციალური საიტი განთავსებულია მისამართზე www.lider-bet.com . ბუკმეკერს სხვა რესურსები არ აქვს. საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს საიტი უმეტეს ქვეყნებში, დაბლოკილია.

საიტის დიზაინი

Liderbet-ის ვებ ვერსია გაფორმებულია კლასიკურ შავ ფერში. ამის გამო, საიტით სარგებლობა ძლიერი განათების პირობებშიც კი კომფორტულია. ასევე, აღსანიშნავია სარეკლამო და ინფრომაციული ბანერების არარსებობა. ამის ხარჯზე, საიტის ოფიციალური ვერსია ნელი ინტერნეტის პირობებშიც კი სწრაფად იტვირთვება. საბოლოოდ, საიტის დიზაინი საკმაოდ მოდური და მოსახერხებელია. რამდენიმე კლიკით ნებისმიერ განყოფილებაში შეიძლება მოხვედრა.

მომხმარებლებისთვის საიტი 3 ენაზეა ხელმისაწვდომი: ქართული, ინგლისური და რუსული. აღსანიშნავია, რომ საიტი ინგლისურ და რუსულ ენებზე ბოლომდე გადათარგმნილი არაა. ზოგიერთი განყოფილება, მაგალითად, ინფორმაცია ბონუსებზე, ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ენაზე.

მთავარ გვერდზე არ გვხვდება კოეფიციენტების ჩვენების ფორმატის ცვლილების ღილაკი. ასეთი ფუნქციები რეგისტრაციის შემდეგ და მხოლოდ პირად კაბინეტშია ხელმისაწვდომი.

Liderbet website design

ფუნქციონალი

საბუკმეკერო კანტორა ლიდერბეთი მომხმარებლებს არ სთავაზობს ფსონებისთვის რაიმე განსაკუთებულ ფუნქციონალს. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგი: 

  • ონლაინ ტრანსლაციის ყურება. წვდომისთვის, აუცილებელია ავტორიზაცია. 
  • სპორტული მატჩების შედეგების სტატისტიკაზე წვდომა. ინფორმაცია წარმოდგენილია ძირითად ფსონებში შემავალი ყველა სპორტის სახეობისთვის. 
  • ქეშ აუთი: ბილეთის გაყიდვა. თანხა დგინდება ბუკმეკერის მიერ მატჩში მიმდინარე მოვლენების მიხედვით. სპორტის დინამიურ სახეობებში ეს ფუნქცია ხშირად არაა ხელმისაწვდომი, რადგან ბუკმეკერის პროგრამული უზრუნველყოფა ვერ ასწრებს გაყიდვის თანხის დაანგარიშებას.

ბუკმეკერი არ გვთავაზობს საიტის კოსტუმიზაციის საშუალებებს (თემის ცვლილება, ძირითადი ფსონების ასახვის თანმიმდევრობა და ა.შ.) „სპორტისა“ და „ცოცხალის“ განყოფილებებში გვერდები სწრაფად იტვირთება ნელი ინტერნეტის პირობებშიც კი. მეორე მხრივ, კაზინოსა და სლოტების განყოფილების გვერდები დიდხანს უნდება ჩატვირთვას, რადგან ამ გვერდებზე დიდი ვიზუალური მასალაა გამოყენებული.

ვერიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესი

საბუკმეკერო კანტორა Liderbet-ზე რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელორუსი. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს აქ თამაში არ შეუძლიათ. რეგისტრაციისთვის, საჭიროა დააჭიროთ ღილაკს „რეგისტრაცია“ მთავარი პანელის შუაში. გამოჩნდება სტანდარტული ფორმა, რომელშიც უნდა შიეყვანოთ საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ნომერი და ელ. ფოსტა) და პერსონალური ინფრომაცია (სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ა.შ.) მონაცემები ივსება ლათინური ასოებით.

მიაქციეთ ყურადღება: გრაფაში „პირადი ნომერი“ აუცილებელია პირადი ნომრისა და პირადობის სერიის მითითება ადგილის გამოტოვების გარეშე.

ამის შემდეგ, მითითებულ ტელ. ნომერზე მიიღებთ SMS-ს პაროლით, რომელიც უნდა შიეყვანოთ შესაბამის ველში. ამით რეგისტრაცია დასრულდა და მომხმარებელს შეუძლია შეავსოს ანგარიში და გააკეთოს ფსონები. რაც შეეხება თანხის გამოტანას, საჭიროა ვერიფიკაციის პროცესის გავლა, ანუ პერსონის იდენტიფიკაცია. ლიდერბეთი გვთავაზობს ვერიფიკაციის ორ გზას. 

  • დისტანციური - პირად კაბინეტში იტვირთება პასპორტის ფოტო ან სკანი. ამის შემდეგ, საჭიროა მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება და ვიდეოზარის განხორციელების თარიღზე შეთანხმება, რომლის მიმდინარეობისასაც დადგინდება თქვენი პიროვნების ვინაობა. 
  • 40-დან ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში მისვლა პასპორტით. პიროვნების იდენტიფიცირებას ოპერატორი მოახდენს.

თუ მომხმარებელმა პირველ ეტაპზე არასწორი მონაცემები მიუთითა, მას შეიძლება არ მისცენ ანგარიშის შექმნის უფლება. ასევე, წესების მიხედვით, ბუკმეკერს შეუძლია უარი თქვას ვერიფიკაციაზე მიზეზების ახსნის გარეშე. უკუკავშირზე დაყრდნობით ვიცით, რომ დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეების მიმართ (რომლებიც დაშვებული ქვეყნების სიაში შედიან) ბუკმეკერს აქვს ლოიალური დამოკიდებულება. როგორც წესი, ანგარიშის შექმნისას სირთულეები არ იჩენს თავს. ერთადერთი ნიუანსი - ფუნქციონალით სრულყოფილად სარგებლობისთივს, სასურველია იცოდეთ ქართული ენა. მხარდაჭერის სამსახურთან რუსულ ან ინგლისურ ენაზე დაკავშირება ბევრად უფრო ხანგრძლვი პროცედურაა, ვიდრე ქართულენოვანთან.

პირადი კაბინეტი

Liderbet-ის სისტემაში შესვლის შემდეგ, მომხმარებელი პირადპირ ხვდება პირად კაბინეტში.

პირად კაბინეტში ხელმისაწვდომია შემდეგი: 

  • თანხის შეტანა და გატანა 
  • პერსონალური საკონტატქო მონაცემების რედაქტირება. მნიშვნელოვანია: პაროლის ან ლოგინის ცვლილებისას საჭირო იქნება სისტემაში თავიდან შესვლა. 
  • უკუკავშირის ფორმის საშუალებით მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება/ 
  • კოეფიციენტების ფორმატის ცვლელება - ათობითი, მალაიზიური და ა.შ. 
  • დარიცხული ბონუსების შესახებ ინფრომაციის გაცნობა. 
  • თვითშეზღუდვის რეჟიმის აქტივაცია. მომხმარებელს შეუძლია გარკვეული ვადით დაბლოკოს საიტთან წვდომა ან დააწესოს ლიმიტები დეპოზიტზე. ეს ფუნქცია ლეგალური ბუკმეკერების უმეტესობას აქვს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნებიდან გამომდინარე.

გადახდის მეთოდები

Liderbet ორიენტირებულია ადგილობრივ ბაზარზე, ამიტომ თანხის გატანა აქ ხდება ქართულ ლარში. ბუკმეკერმა საკუთარ თავზე აიღო საგადასახადო ხარჯები, ამიტომ მომხმარებლებს არ უწევთ რაიმე მოსაკრებლის გადახდა მოგებული თანხიდან. დეპოზიტსა და განაღდებაზე ერთი და იგივე ლიმიტი მოქმედებს ყველა საგადახდო სისტემისთვის: მინიმუმ 1 ლარი, მაქსიმუმ - 20 000 ლარი. ტრანზაქციის დრო დამოკიდებულია საგადახდო სისტემის სახეობასა და ქვეყანაზე, რომელშიც კლიენტი იმყოფება.

გადახდით მეთოდი გატანის ვადა
საბანკო ბარათები VISA, MasterCard ორ სამუშაო დღემდე
ელექტრონული საფულეები Webmoney, PAY.ge, eMoney, TBC Pay, IDO, EPAY 24 საათამდე
ბარათები Leader Card 12 საათამდე
საბანკო გადარიცხვა 5 სამუშაო დღემდე

ბუკმეკერს არ აქვს შეზღუდვა განაღდების საერთო თანხასთან. ამიტომ, Liderbet პროფესიონალ ქართველ მოთამაშეებს შორის პოპულარობით სარგებლობს. 2022 წლის მდგომარეობით ბუკმეკერი არ თანამშრომლობს დსთ-ს ქვეყნებში პოპულარულ რომელიმე საგადახდო სისტემასთან (მაგ. Qiwi და იანდექს ფული). შესაძლოა, უკრაინიდან და რუსეთიდან კლიენტების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, თანხის განაღდება ამ მომწოდებლებთან გადაიხედოს.

როგორ განვათავოსთ ფსონი

ლიდერბეთში ფსონის განთავსების პროცესი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა ბუკმეკერებითან ფსონის განთავსებისგან. ფსონის დასადებად საჭიროა შემდეგი მოქმედებების შესრულება: 

  • საიტზე შესვლა და სასურველი სპორტის სახეობის, შემდეგ კი ჩემპიონატისა და სასურველი მატჩის არჩევა. 
  • გაიხსნება ფსონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ამ მოვლენაზე განსათავსებელი შესაძლო ფსონები. 
  • თქვენთვის საინტერესო ბაზრის არჩევა და მასზე დაწკაპება. 
  • შედეგად, ის დაემატება ფსონების კუპონში. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ 10 შედეგამდე დამატება და ექსპრესის შექმნა. 
  • ბოლოს, უნდა მიუთითოთ ფსონის თანხა.

მინიმალური ფსონი Lider Bet-ში არის 10 თეთრი (0,1 ლარი), ხოლო მაქსიმალური - დგინდება ბუკმეკერის მიერ კოეფივიენტების, მატჩის სტატუსისა და ბაზრის ტიპის მიხედვით. მოგებული თანხა ერთ კუპონზე არ შეიძლება აღემატებოდეს 20000 ლარს. ფსონები მიიღება სტანდარტული, სამწამიანი შეყოვნების შემდეგ. კუპონებზე ანგარიშსწორება ხორციელდება რამდენიმე წუთში. ზუსტი დრო დამოკიდებულია ბაზარსა და სპორტის სახოებაზე.

ძირითადი და დამატებით ფსონები

ბუკმეკერ Liderbet-ში წარმოდგენილია 20 სპორტის და 4 კიბერსპორტისგან შემდგარი ძირითადი ფსონების ხაზი. ყველაზე დიდი ფსონების ნაირსახეობა ევროპოს ტოპ ჩემპიონატებზეა ფეხბურთსა და ჩოგბურთში. სპეციალური ფსონების ან გრძელვადიანი სანაძლეოს განყოფილებებს აქ ვერ შეხვდებით. ასევე, შეუძლებელია ძირითადი ფსონების არქივის ნახვა.

პრემატჩი

დათქმულად, სპორტის სახეობები ძირითადი ფსონების განსათავსებლად ჩანს გვერდის ცენტრში, რაც საკმაოდ არატიპიურია. დისციპლინების ჩამონათვალის მარცხენა საიდბარში საჩვენებლად, საჭიროა მარცხნივმდებარე ღილაკზე დაწკაპება, რომელსაც სამი დეფისის ფორმა აქვს და მდებარეობს ზედა კუთხეში (მენიუს ღილაკი). მთავარ გვერდზე ჩანს ფსონები ტოპ საფეხბურთო მატჩებზე, ასევე, ჰოკეიზე, ჩოგბურთსა და კალათბურთზე. ასევე, არის ჩანართი მატჩების სიით „ტოპ -100“. მასში პრივილეგირებულად ჩანს მაღალი სტატუსის მქონე ფეხბურთისა და ჰოკეის მოვლენები.

ყველა სპორტის სახეობის გვერდით შესაძლებელია მონიშნვა, შედეგად კი იგი გამოჩნდება ძირითად ფსონებში. ეს საკმაოდ მარტივი, რადგან შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე დისციპლინის ძირითადი ფსონების ნახვა. მთავარი პანელის მარცხენა ნაწილში განთავსებულია ფილტრი, რომელშიც შესაძლებელია ის მატჩის არჩევა, რომელიც 1,2,4,6,12 ან 24 საათში დაიწყება. ასევე, გვხვდება სტანდარტული ძიების ველი, სადაც შეიძლება სასურველი შეხვედრის მოძებნა ტურნირის ან გუნდის სახელის მიხედვით.

ლაივი

ლაივში თითქმის იმდენივე ფსონია ხელმისაწვდომი, რამდენიც პრემატჩში. დამატებითი ფსონებიც დიდად არ განსხვავდება. საფეხბურთო მატჩებზე მომხმარებლებს შეუძლიათ საშუალოდ 200-500 სახეობის ფსონის განთავსება ტურნირის სტატუსის მიხედვით.

მომხმარებლების კომფორტისთვის ბუკმეკერი Liderbet გვთავაზობს მატჩ-ცენტრს ყველა მოვლენისათვის. აქ აისახება თამაშის დრო, მიმდინარე ანგარიში და სტატისტიკა (სპორტის სახეობის მიხედვით). ამის წყალობით ერთდროულად რამდენიმე მოვლენაზე თვალის მიდევნება ცოცხალ რეჟიმში საკმაოდ მოსახერხებელია. მულტიკონსტრუქტორის, ანუ ერთდროულად რამდენიმე მატჩის ყურების რეჟიმი Liderbet-ზე არ გვხვდება. ზოგიერთ მოვლენაზე შემოთავაზებულია ვიდეო ტრანსლაცია, რომელიც მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. მათი შეყოვნების დრო სტანტარტულია და 10-30 წამს შეადგენს.

ლაივ რეჟიმის მინუსებიდან შეიძლება გამოვყოთ, რომ კოტირებების ცვლილებას არ სდევს ვიზუალური ეფექტი, ამის გამო დინამიური სპორტის მოყვარულებმა (ჩოგბურთი, კალათბურთი და ა.შ.) შეიძლება გამოტოვონ სარფიანი კოეფიციენტი. ფსონების მიღება ხდება სტანდარტული, 3 წამიანი შეყოვნებით. რეგლამენტში წერია, რომ ბუკმეკერს აქვს უფლება შეტყობინების გარეშე შეცვალოს კოეფიციენტები. ამის გამო ხანდახან ხდება, რომ მოთამაშემ ფსონი ერთ კოეფიციენტზე დადო, შედეგი კი მეორეთი მიიღო.

კიდევ ერთი უარყოფით მხარე - ლაივ რეჟიმში შედეგების ჩანართის არარსებობაა. ამიტომ, რამდენიმე მატჩზე ერთდროულად თავლის მიდევნება არაკომფორტულია. საჭირო ხდება სხვა სერვისებით სარგებლობა, ან თითოეული მატჩისთვის ცალ-ცალკე ფანჯარის გახსნა, რაც ტვირთავს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებას.

კოეფიციენტები

ბუკმეკერ Liderbet-ში კოეფიციენტების ფორმირება ხდება საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფით. აქ საშუალო მარჟაა. ტოპ მატჩებზე, საშუალოდ 5-6%-ის ფარგლებში. განვიხილოთ კოეფიციენტები და შევადაროთ სხვა ბუკმეკერებს. მაგალითად ავიღოთ მატჩი ესპანეთი-შვეიცარია უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.

  1X Х 2X მარჟა
Liderbet 1.4 4.75 8.0 4,98%
1xBet 1.3 4.25 9.0 5.23%
ფონბეტი 1.6 4.45 8.0 4.42%

კოტირებები ახლდება სტანდარტული სიჩქარით. კოეფიციენტის ცვლილებამდე ფსონი არ იხურება, რაც საკმაოდ კომფორტულია.

მობილური ვერსია

საბუკმეკერო კანტორა Liderbet-ის მობილური ვერსია ფუნქციონალით არ განსხვავდება მისი დესკტოპ ვერსიისაგან. სმარტფონისთვის აპლიკაცია არ არსებობს. თუმცა, მთავარ ვებსაიტს აქვს ადაპტირებადი ვებ-გვერდი, რის ხარჯზეც მასი საშუალებით მობილური მოწყობილობებიდანაც კოფორტულია ფსონის განთავსება.

ფსონები ფეხბურთზე Liderbet-ში

საბუკმეკერ ლიდერბეთთან ფეხბურთი წარმოდგენილია ევროპისა და აზიის ტურნირების უმეტესობით. ჩანართ „ფეხბურთზე“ დაწკაპებით იხსნება ქვეყნების ჩამონათვალი, მის ქვეშ დროფდაუნში კი, ჩამოთვლილია ყველა ტურნირი ანბანის მიხედვით. ფსონის დასადებად მატჩების ძიებისთვის გამოყოფილია ჩანართი, რომელზეც ჩანს თარიღები. შეიძლება ყველა შეხვედრის არჩევა, რომელიც, მაგალითად, დღეს იწყება.

ტოპ ტურნირებზე (მაგ. სერია A, ჩემპიონთა ლიგა და ა.შ.) დამატებით ფსონებში საშუალოდ 800-900 სახეობის ფსონია წამროდგენილი. თუმცა, დამატებითი ბაზრები აქ ხელმისაწვდომი არაა. ფსონის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგზე: 

  • შედეგი – ერთ-ერთი გუნდის მოგება ან ფრე 
  • ჰანდიკაპი და ტოტალი 
  • ტაიმების შედეგობრიობა 
  • Х რაოდენობის გატანილი ბურთებამდე შეჯიბრი 
  • ორივე გაიტანს და ა.შ.

ყველა სხვა სპორტის სახეობასთან შედარებით ბუკმეკერი ლიდერბეთი ფეხბურთზე ყველაზე სარფიან კოეფიციენტებს გვთავაზობს. განვიხილოთ კოტირებები მატჩზე სომხეთი - საქართველო უეფას ნაციონალური ლიგის ფარგლებში: X1 – 3,05 X – 3.05, X2 – 2,55. მარჟა - 4,79%.

რატომღაც, აქ ვერ შეხვდებით გრძელვადიან ფსონებს ფეხბურთზე ტოპ ლიგებისთვისაც კი. 2022 წელს ბუკმეკერმა ლიდერბეთმა დაამატა პირდაპირი ვიდეოტრანსლაციების ყურების ფუნქცია ბევრ ევროპულ და აზიურ შეჯიბრზე. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. ტრანსლაციის ყურებისთვის ბალანსზე თანხის ქონა საჭირო არაა.

ფსონები ჩოგბურთზე ბუკმეკერ Liderbet-თან

Liderbet-ზე ჩოგბურთი წარმოდგენილია მხოლოდ ITF, WTA-სა და АТР-ს ეგიდით გამართული პროფესიონალური ტურნირებით. ფსონის განსათავსებლად საშუალოდ ხელმისაწვდომია 100 მატჩი. ტოპ ტურნირებზე ბუკმეკერი მომხმარებლებს 200 ბაზრამდე სთავაზობს. მაგალითად მატჩზე რუბლევი - ციციპასი როლან ჰაროსის ფაგლებში - შემოთავაზებულია 202 ფსონი, რომელთა შრისაც არის: 

  • ზუსტი ანგარიში სეტების მიხედვით. 
  • ფორები სეტებისა და გეიმების მიხედვით 
  • მოგებული გეიმების რაოდენობა 
  • გეიმების ჯამური რაოდენობა 
  • ფსონები 1 და 2 სეტზე. 
  • სეტების ზუსტი რაოდენობა 
  • ყველაზე რეზულტატიური სეტის ტოტალი. 
  • იქნება თუ არა ტაიმ-ბრეიკი. 
  • ჩაწოდების მაქსიმალური და საშუალო სიჩქარე. 
  • მოხდება თუ არა სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება, გატყდება თუ არა ჩოგანი და ა.შ.

ჩოგბურთზე დამატებითი ფსონების დონით Liderbet-ს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს წამყვან ევროპულ ბუკმეკერებს. ლაივში ყველა ტურნირისთვის ხელმისაწვდომია მატჩ-ცენტრი, რომელშიც სქემატურად აისახება მიმდინარე სიტუაცია - ვინ აწოდებს, რომელ მხარესაა მატჩი და ა.შ. მოთამაშის მიერ თამაშზე უარის თქმის შემთხვევაში მასზე განთავსებული ფსონები წაგებულად ითვლება, ხოლო ოპონენტზე - მოგებულად. ყველა სხვა ბილეთი ბრუნდება 1 კოეფიციენტით. ასევე, ძრითად ფსონებში წარმოდგენილია მაგიდის ჩოგბურთიც. აქ, ცხადია დამატებითი სანაძლეოები არაა ხელმისაწვდომი და ფსონები სტანდარტულია - მატჩის შედეგი, ტოტალები და ფორები.

კიბერსპორტი Liderbet-ზე

ლიდერბეთს არ აქვს ცალკე ჩანართი კიბერსპორტზე ფსონებისთვის. თუმცა, მთავარ გვერდზე სპორტის სახეობების ჩამონათვალში შეხვდებით შემდეგ დისციპლინებს: Dota 2, CS:GO, StarCraft 2-სა და League of Legends. ფსონების განთავსება ძალიან ცოტა მატჩზე შეიძლება. ფსონებში არის ტოპ ტურნირები (მაჟორები და მინორები). ყველაზე მეტი მატჩი, როგორც წესი, არის CS:GO-ზე.

ბუკმეკერი ვერ იამაყებს ფსონების მრავალფეროვნებით. შეხვდებით ფსონებს შედეგებზე, ფორასა და ტოტალებზე რუკების მიხედვით. დამატებითი სანაძლეოები (როშანის მკვლელობა, პისტოლეტური რაუნდის გამარჯვებული და ა.შ.) არ არის ხელმისაწვდომი. განვიხილოთ კოეფიციენტები Dota 2 -ის მატჩზე მაგალითად - Team Nigma - Yellow Submarine ტურნირ ESL-ის ფარგლებში. X1 – 1,09, X2 – 6,25, მარჟა – 7,74%. ასეთი მარჟა კიბერსპორტისთვის ცუდი არაა. გრძელვადიანი ფსონების დადება აქაც არ შეიძლება the International ტურნირზეც კი. მატჩების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია ვიდოეტრანსლაციები Twitch-სა და YouTube-ს სტრიმების საშუალებით.

საბონუსე პროგრამა

ლიდერბეთის აქციებსა და ბონუსებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

Liderbet-ის ანარეკლი

ანარეკლი– ეს არის საიტის ალტერნატიული მისამართი, რომელიც განკუთვილია პირად კაბინეტთან წვდომის უზრუნველყოფა. თავისი ფუნქციონალით იგი არ განსხვავდება სრული ვერსიისაგან. Liderbet-ის მომხმარებლებს ანარეკლის გამოყენება შესაძლოა დასჭირდეთ ორი მიზეზით: იმ ქვეყანაში ყოფნა, სადაც ეს ბუკმეკერი აკრძალულია ან საიტის მუშაობაში ტექნიკური ხარვეზის გაჩენისას. პირად კაბინეტში შესასვლელად, საჭიროა ბმულის პოვნა, მასზე გადასვლა და ლოგინისა და პაროლის შეყვანა.

მუშა აქტუალური ანარკელის პოვნა შეიძლება ბუკმეკერის სოც.ქსელების ანგარიშზე ან პარტნიორ საიტებზე. ასევე, ბმულის მიღება შეიძლება ბუკმეკერის თანამშრომლებისაგან, მათთან ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით დაკავშირებით. დაჟინებით გირჩევთ, არ გადახვიდეთ ბმულზე, რომელსაც საეჭვო საიტი შემოგთავაზებთ. არსებობს საკმაოდ მაღალი შანსი, რომ ეს ფიშნგი იყოს და თქვენი პირადი მონაცემების მოპარვას ემსახურებოდეს.

თუკი საიტზე წვდომას ვერ ახერხებთ სხვა ქვეყანაში ყოფნის გამო, შეგიძლიათ სპეციალური პროგრამით ისარგებლოთ, რომელიც შეგიცვლით IP მისამართს: VPN ან პროქსი. ეს საშუალებები თქვენ მიერ გადაცემულ მონაცემებს შიფრავენ და არედაქტირებენ თქვენს IP მისამართს. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ თორის ბრაუზერით.

ბუკმეკერი ახალბედებისათვის

ლიდერბეთი ყველა ახალ მომხმარებელს სთავაზობს მისასალმებელ ბონუსს დეპოზიტზე და უფასო ფსონებს. ეს წამახალისებლები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. დეპოზიტის მინიმალური თანხა შეადგენს 1 ლარს. დმაწყები მოთამაშეებისათვის ეს საკმაოდ კარგი შანსია სპორტზე ფსონების განთავსებაში ძალების მოსასინჯად დიდი თანხის დანაკარგის გარეშე.

ბუკმეკერი ძალიან ლოიალურია პლიუსში მყოფი მოთამაშეების მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთამაშე რეგისტრაციის შემდეგ მხოლოდ მოგებებს დააფიქსირებს, არანაირი სანქცია (მათ შორის ფსონებზე ლიმიტების შეკვეცა) არ გატარდება. კომპანია ცდილობს გახდეს ქართული ბეთინგ ბაზრის ლიდერი, ამიტომ ახალ მოთამაშეებს სარფიან პირობებს სთავაზობს.

ბუკმეკერი პროფესიონალებისათვის

პროფესიონალი მოთამაშეებისათვის Liderbet-მა შექმნა მიმზიდველი პირობები. გამოცდილ მოთამაშეებს შორის ლიდერბეთის პოპულარობა დიდწილად ამითაა გამოწვეული. აღსანიშნავია შემდეგი: 

  • მაღალი ლიმიტი დეპოზიტზე/თანხის განაღდებასა და ფსონებზე– 20 000 ლარამდე
  • ლიმიტის არარსებობა თანხის შეტანასა და გატანაზე. 
  • სპორტზე ფსონების კარგი კოეფიციენტები. ტოპ მოვლენებზე მარჟა არაუმეტეს 5%-ისა. 
  • ლეგალურობა - მშვიდად შეიძლება დიდი თანხების შეტანა. 
  • დაშვებული რამდენიმე ანგარიშის ქონა. ლიდერ ბეთი - ერთერთია იმ ცოტა საბუკმეკერო კანტორებს შორის საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს რამდენიმე ანგარიშის შექმნის ნებას რთავს.

ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარე მობილური ვერსიის არარსებობაა. პროფესიონალი ბეთერები ცდილობენ მუდმივად ითამაშონ, ამიტომ აუცილებელია სმარტფონისათვის პროგრამული უზრუნველყოფის ქონაც. ამ ბუკმეკერის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ალბათ, მობილური აპლიკაციაც გამოჩნდება. „მეჩანგლეების“ მიმართ, ისევე როგორც ბუკმეკერების 99%-ში, აქაც ნეგატიურია. თუმცაღა, ამ მომენტისათვის „მეჩანგლეობისათვის“ დაბლოკვის შესახებ სანდო ინფორმაცია არ არსებობს.

დამატებითი პროდუქტები

სპორტზე ფსონების გარდა, Liderbet მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: 

  • სათამაშო ავტომატები: 200-ზე მეტი სლოტი წამყვანი ევროპელი პროვაიდერებისაგან. 
  • ლაივ კაზინო: პოპულარული თამაშები (რულეტკა, ბლექჯეკი და ა.შ.) ცოცხალი დილერები ონლაინ ვიდეოს საშუალებით. 
  • სამაგიდო თამაშები 
  • სპინ თამაშები: აქ წარმოდგენილია 4 თამაში - ბურა, დომინო, პოკერი და ჯოკერი. 
  • კენო: ევროპასა და დსთ-ში პოპულარული ლატარიის ტიპის თამაში. არის 2 ნაირსახეობა: კლასიკური კენო და ბოლო ქულა. 
  • ვოლტი: განყოფილება ვიდეოსლოტებით. მინიმალური ფსონი 10 თეთრი, მაქსიმალური - 220 ლარი. 
  • Jeiran-Joker: ეს თამაში ახლა ხდება პოპულარული და ჰგავს ჯოკერს. მაგიდის შესაქმნელად საჭიროა მინ. 40 ლარის ოდენობის ფსონის განთავსება.

ტოტალიზატორი

საბუკმეკერო კანტორა Liderbet-ზე ტოტალიზატორი არ არის. ეს იმიტომ, რომ ბუკმეკერი ლეგალურია და ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ოპერირებს. ტოტალიზატორი ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას. პრინციპში, ეს კომპენსირდება იმით, რომ ბუკმეკერს კაზინოს საკმაოდ დიდი განყოფილება აქვს.

სტატისტიკა

Liderbet თავის მომხმარებლებს სტატისტიკის დიდ განყოფილებას სთავაზობს. მასში წარმოდგენილია სპორტის ყველა სახეობა, რომელიც ხელმისაწვდომია ძირითად ფსონებში. ზოგიერთ დისციპლინაზე (ფეხბუერთი, ჰოკეი, ჩოგბურთი და კალთბურთი) შედეგების გარდა ისახება კუთხურების, დარტყმების, ცვლილებების და ა.შ. სტატისტიკები. ეს განყოფილება ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზირებული მომხმარებლებისათვის, რაც საკმაოდ უცნაურია.

ტრანსლაცია

ავტორიზირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირი ვიდეოტრანსლაციების ყურება. ბუკმეკერი ლეგალურია, ამიტომ ტრანსლაციების ჩვენებისათვის იგი ჰონორარს უხდის სპორტულ ორგანიზაციებს. ამის გამო, ვიდოეტრანსლაციების რაოდენობა მცირეა.

მხარდაჭერის სამსახური

Liderbet-ის მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკომუნიკაციო არხების საშუალებით: 

  • საინფორმაციო ცენტრის ტელ. ნომერი: 0322 19 55 00 
  • ცხელი ხაზის ტელ. ნომერი: *1010. ზარი უფასოა მხოლოდ საქართველოს აბონენტებისათვის. 
  • Viber +995555 00 11 22 
  • ელ. ფოსტა: [email protected]

პირობითად, საიტზე რუსული ენა მხარდაჭერილია. თუმცაღა, პასუხს ტრანსლეიტორით გაგცემენ. როგორც ჩანს, ბუკმეკერის თანამშრომლების აღჭურვილობას რუსული კლავიატურა არ აქვს, ამიტომ მომხმარებლისთვის მიწერის ერთადერთი საშუალება - ტრანსლეიტორით წერაა. ეს საკმაოდ არაკომფორტულია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხი გრძელია და კომიკურადაც ჟღერს. ასევე აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლები ჩატში არასდროს გესალმებიან. ეს საკმაოდ არაკულტურილია და საქმიანი კომუნიკაციის ეტიკეტს სცდება.

დასკვნები

ჯამში Liderbet – მშვენიერი საბუკმეკერო კანტორაა საქართველოს მოქალაქეებისათვის. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საშუალოზე მაღალ კოეფიციენტებს, ფსონების ფართო არჩევანს ტოპ ტურნირებზე და სასიამოვნო მისასალმებელ ბონუსებს. ერთადერთი რაც თვალში გვხვდება, არის სუსტი ტექნიკური შესრულება. ბუკმეკერს არ აქვს მობილური აპლიკაცია, ხოლო ძირითადი საიტი პერიოდულად არ მუშაობს. თუმცა, იმედია, ბუკმეკერის განვითარებასთან ერთად ეს მინუსებიც გამოსწორდება.

ხშირად დასმული კითხვები

საიტის უწესივობა შეიძლება გამოწვეული იყოს კომპანიის სერვერის მხარეს ტექნიკური შეფერხებით. თუმცა ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, რადგან ბუკმეკერი ყოველთვის თვალს ადევნებს ონლაინ ვერსიის მდგომარეობას. ამიტომ, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გაწმინდეთ ბრაუზერის ქეში და შეამოწმეთ ინტერნეტის მუშაობის ხარისხი.

საიტთან წვდომის ალტერნატიული ბმული თუ დაგჭირდათ, მას იპოვით ლიდერბეთის სოც. ქსელების გვერდებზე - Facebook-სა და Twitter-ზე. ასევე, ბმულის მუშა ვერსია შეგიძლიათ მიიღოთ მხარდაჭერის სამსახურისგან. გირჩევთ, არ ეწვიოთ სხვა საიტებზე ნაპოვნ ბმულებს, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს რისკი თაღლითებს გადაეყაროთ. 

რეგისტრაციისათვის უნდა დააჭიროთ შესაბამის ღილაკს მთავარ გვერდზე. გამოჩნდება სტანდარტული ფორმა, სადაც უნდა შეიყვანოთ პერსონალური მონაცემები. SMS-ით დადასტურების შემდეგ, ანგარიში შეიქმნება და უკვე შეძლებთ ფსონების განთავსებას.

თანხის განაღდებისთვის საჭიროა პიროვნების ვერიფიკაცია. ვერიფიკაციის გავლა შეიძლება ორი გზით: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ეწვიოთ ფსონების მიღების პუნქტს ან ატვირთოთ დოკუმენტის სკანები პირად კაბინეტში. თამაშის პირობები და ლიმიტები იდენტიფიკაციის მეთოდზე დამოკიდებული არაა. 

თანხის გატანა რამდენიმე გზით შეიძლება: საბანკო ბარათების (VISA, MasterCard), ელექტრონული საფულის ან საბანკო გადარიცხვის საშუალებით. ტრანზაქციის ვადები დამოკიდებულია ემინენტი ბანკის ადგილსამყოფელზე. მომხმარებლების უკუკავშირზე დაყრდნობით, თანხის განაღდებისთვის საჭირო დრო არ აღემატება 24 საათს. 

ბუკმეკერს არ აქვს ანგარიშის წაშლის შესაძლებლობა. თუმცა, თუ მომხმარებელი ანგარიშით წელიწადზე მეტია არ სარგებლობს, ის ავტომატურად დეაქტივირდება. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ პირადი კაბინეტიდან დეპოზიტის მაქსიმალურ თანხაზე შეზღუდვის დაწესება, ან თვითშეზღუდვის დაწესება გარკვეული ვადით (სამ თვემდე). 

ლიდერბეთი შეზღუდვებს უმიზეზოდ არ აწესებს. თუ ანგარიშზე ლიმიტები შემცირდა, ეს დიდი ალბათბით გამოწვეულია გარკვეული დარღვევებით, მაგალითად არბიტრაჟულ სიტუაციებზე თამაშით. თუ ასეთი რამ მოხდა, გირჩევთ, მხარდაჭერის სამსახურს დაუკავშიდეთ. შესაძლოა, კომპრომისზე წავიდნენ და შეზღუდვები მოგიხსნან. 

 მისასალმებელი ბონუსის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირება, ვერიფიკაციის გავლა და ანგარიშის შევსება ნებისმიერი მეთოდით. ბონუსი დაგერიცხებათ 24 საათის განმავლობაში. მიაქციეთ ყურადღება - ეს ბონუსი ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ბონუსის შესახებ