პრემიები Crystalbet

ყველაფერი ტოტალიზატორ Crystalbet-ის საბონუსო პროგრამაზე: ბონუსები რეგისტრაციაზე, პირველ დეპოზიტზე, უფასო სპინები, მუდმივ მოთამაშეთათვის ერთგულების პროგრამები, დროებითი და მუდმივი აქციები ტოტალიზატორ კრისტალბეთისგან.
Crystalbet
WELCOME BONUS არის 2 ეტაპისგან შემდგარი აქცია, რომლის თითოეულ ეტაპზეც შეგიძლია მიიღო მომენტალური საჩუქრები.
ბონუსი ახლა აქტიურია

ტოტალიზატორი კრისტალბეთის ბონუსები

Crystalbet წარმოადგენს ერთ-ერთ ტოტალიზატორს, რომელიც ბონუსებსა და აქციებს აქტიურად იყენებს არა მარტო როგორც ახალი კლიენტების მოზიდვის საშუალებას, არამედ როგორც აქტიურ მოთამაშეებში ტოტალიზატორთან თანამშრომლობის ინტერესის შენარჩუნების მეთოდს.

სარეგისტრაციო ბონუსი

ტოტალიზატორი კრისტალბეთის ახალი მოთამაშეებისთვის არსებობს სპეციალური საბონუსო პროგრამა. მისი მთავარი თავისებურებაა ის, რომ მასში ორი ეტაპი არსებობს, შესაბამისად, გეძლევათ საშუალება წახალისების ორი სხვადასხვა ნაკრები მიიღოთ.

პირველი მეთოდი მოიცავს რეგისტრაციას ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე. მაგრამ უდეპოზიტო ბონუსის მისაღებად მხოლოდ ეს პირობა არასაკმარისია. ასევე, სარეგისტრაციო ანკეტის შევსების მერე 24 საათის განმავლობაში უნდა მითითებული პირადი და საკონტაქტო ინფორმაციის დადასტურების პროცედურა, ე.წ. ვერიფიკაცია, გაიაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოთამაშეს ეძლევა წვდომა Crystalbet-ის ორი მისასალმებელი ბონუსიდან ერთ-ერთზე — სარეგისტრაციო ბონუსზე.

ამ წინადადების ფარგლებში მოთამაშე მიიღებს: 

  • · უფასო ფსონს სპორტულ ფსონებზე. 
  • · 10 უფასო სპინს სლოტებში (თამაში Burning Hot). 
  • · 10 უფასო სპინს რულეტში (Crystalbet Live Roulette). 
  • · უფასო ბილეთს ნებისმიერ შერჩეულ სამაგიდო თამაშზე. 
  • · 10 უფასო სპინს JETX-ში.

მოგებული პრიზების მისაღებად არ მოგიწევთ მხარდაჭერის სამსახურში მიწერა ან სადმე დამატებით მიმართვა. ვერიფიკაციის გავლისთანავე ტოტალიზატორი ავტომატურად ჩაგირიცხავთ ყველა ბონუსს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეგ არ მოხდა, შეგიძლიათ მიმართოთ მხარდაჭერის სამსახურს.

ამ შემოთავაზების მეორე ნაწილს ბონუსი Crystalbet-ში პირველ დეპოზიტზე წარმოადგენს. აქ არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პირობა. პირველი არის ის, რომ ბონუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშს ვერიფიკაციის წარმატებული გავლიდან 24 საათში შეავსებთ, სხვა შემთხვევაში შემოთავაზება გაუქმდება. მეორე პირობა იმაში მდგომარეობს, რომ დეპოზიტის თანხა უნდა იყოს არანაკლებ 5 ლარის ან მისი ექვივალენტის სხვა ვალუტაში.

სახსრების შეტანისთანავე Crystalbet-ის მოთამაშეს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ერთ-ერთი შესაძლებელი პრიზი საკუთარი არჩევნით: 

  • · უფასო ფსონი სპორტზე (5 ლარი). 
  • · 40 უფასო სპინი თამაშში Burning Hot. 
  • · 50 უფასო სპინი რულეტში (Crystalbet Live Roulette). 
  • · 5 ბილეთი ნებისმიერ სამაგიდო თამაშისთვის. 
  • · 10 უფასო სპინი JETX-ში.

პირველი ნაწილისგან განსხვავებით, აქ ხუთივე შემოთავაზება კი არა, მხოლოდ ერთია ხელმისაწვდომი (მოთამაშეს არჩევნით).

საერთო ჯამში, ტოტალიზატორ Crystalbet-ში სარეგისტრაციო ბონუსი აერთიანებს ორ სხვადასხვა შემოთავაზებას: უდეპოზიტო ბონუსს, რომელიც რეგისტრაციის და ვერიფიკაციის წარმატებული გავლისთანავეა ხელმისაწვდომი, და ასევე შემოთავაზებას საჩუქრის სახით პირველ შეტანილ დეპოზიტზე. როგორც წესი, კონკურენტი ტოტალიზატორები წახალისების ამ ორი მეთოდიდან მხოლოდ ერთს იყენებენ.

შემოთავაზებები ახალბედა მოთამაშეებისთვის

ზემოთხსენებული პროგრამა ახალ კლიენტთათვის უფრო გულუხვი ჩანს, იმასთან შედარებით, რაც კონკურენტების უმრავლესობა სთავაზობს, და თუ ვისაუბრებთ საქართველოში ინტერაქტიურ ფსონების ბაზარზე, ალბათ ყველაზე გულუხვიცაა. ამიტომ, კრისტალბეთში ახალი მოთამაშეების მოზიდვაზე ორიენტირებული სხვა შემოთავაზებები არ გამოიყენება.

ვირტუალური ფსონებისთვის დემო ანგარიშები Crystalbet-ში არ არსებობს. ახალბედებს სთავაზობენ, ეგრევე დაიწყონ სპორტული ფსონების და სხვა აზარტული თამაშების სამყაროს გაცნობა.

ბონუსები მუდმივი მოთამაშეებისთვის

კრისტალბეთს არ ავიწყდება ერთგული კლიენტების წახალისება. უპირველესყოვლისა, აქ უნდა ავღნიშნოთ პროგრამა “სპორტ კოქტეილი”. მის ფარგლებში, მოთამაშე სპორტული ფსონისთვის, რომელიც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს, 1 ბილეთს მიიღებს. თითოეული ასეთი ბილეთი მინი-ლატარეაში მონაწილეობის შესაძლებლობას წარმოადგენს. აქ შემთხვევითი წესით განისაზღვრება ის პრიზი, რომელსაც მიიღებს მოთამაშე. ეს შეიძლება იყოს როგორც გარანტირებული მოგება უფასო ფსონების, უფასო სპინების ან მატერიალური ფასეულობების სახით, ასევე მთავარი გათამაშების კუპონი, სადაც თამაშდება ავტომანქანა Range Rover.  ბილეთების მიღების პირობები:

  • · ექსპრეს ფორმატის ფსონი. 
  • · კუპონში არანაკლებ 3 ღონისძიების მითითება. 
  • · მინიმალური თანხა 5 ლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით.
  • · კოეფიციენტი თითოეულ ღონისძიებაზე არანაკლებ 1.3.

პრომოკოდები

ტოტალიზატორი კრისტალბეთის საიტზე პრომოკოდების სისტემა არ არსებობს. ტოტალიზატორის საბონუსო პოლიტიკა სხვა ვარიანტებით არის წარმოდგენილი: საბონუსო პროგრამა ახალბედებისთვის, დროებითი აქციები და შემოთავაზებები მუდმივი კლიენტებისთვის. ამიტომ პრომოკოდების გამოყენებას აქ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

აქციები

2022 წლის სექტემბერში დასრულდა ივენთი “ბრიტანული ლეგენდა”, რომელიც რაღაცით ერთგულების პროგრამას “სპორტ-კოქტეილს” ჰგავდა. მაგრამ, მისგან განსხვავებით, აქ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ბილეთების მიღება შეიძლებოდა არამარტო სპორტულ ფსონებზე (ექსპრესი 3 ღონისძიებისგან, მინიმალური კოეფიციენტი 1,2), არამედ ასევე სხვა სათამაშო განყოფილებებში აქტიურობისთვის. კვირაში სამჯერ ბილეთების მფლობელების შორის ტარდებოდა ავტომანქანის Range Rover Evoque გათამაშება.

ასევე ტოტალიზატორი აწყობს დროებით აქციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სპორტულ მატჩს ემთხვევა. მაგალითად, მიმდინარე აქცია, რომელიც ჩოგბურთის “დიდი შლემის” სერიის ტურნირის, საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ჩატარებას ეძღვნება (“როლან გაროსი”). მის ფარგლებში ტოტალიზატორი გთავაზობთ, მიიღოთ წაგებული ექსპრესს ფსონის 50% უფასო ფსონის სახით, იმ შემთხვევაში, თუ მასში “როლან გაროსის” ტურნირიდან არანაკლებ ერთი ღონისძიების შედის. მთლიანი ტურნირი არანაკლებ 4 ღონისძიებიდან უნდა შედგებოდეს, რომელთა კოეფიციენტი 1,2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ასევე კვირის ყველაზე აქტიურ მოთამაშეებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სააქციო შემოთავაზებაში, რომლის შედეგაც შესაძლებელია წაგებულ ფსონზე cashback-ის 4%-მდე მიღება. თუმცა ამ პრომოაქციის პირობები საიტზე დეტალურად არ წერია.

დასკვნა

ფსონების ქართულ ბაზარზე, კრისტალბეთის საბონუსო პროგრამა, კონკურენტებთან შედარებით, ყველაზე გულუხვი თუ არაა, ძირითად პარამეტრებში მათ არ უთმობს. იმის გამო, რომ ბონუსები და აქციები მოთამაშეთა სხვადასხვა კატეგორიებისთვისაა განკუთვნილი, შეიძლება ითქვას, რომ იგი საკმაოდ კონკურენტუნარიანია რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების საუკეთესო ტოტალიზატორებთან, და საშუალო დონის ევროპულ ტოტალიზატორებთან შედარებითაც კი. ნაკლებში მხოლოდ საბონუსო კოდების გამოყენებაზე წახალისების სრული არარსებობა შეიძლება ავღნიშნოთ. ასევე არ არსებობს რამე სახის რეფერალური პროგრამები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი მეგობარი თქვენი რჩევით კრისტალბეთში თამაშს დაიწყებს, თქვენ ამისთვის არანაირ სარგებელს არ მიიღებთ.

ბონუსის შესახებ